დავალებები სპორტში

 

თემატური მატრიცა V - VI კლასი

 

სასწავლო მასალა

თემა - სპორტის ინდივიდუალური სახეობები (ტანვარჯიში, მძლეოსნობა) 

სამიზნე ცნებები - ფიზიკური თვისებები, ორგანიზებულობა და თვითკონტროლი

საკითხები/ქვეცნებები - სიარული; რბენა; ტყორცნა; ხტომა; ხელყირა; ბეჭყირა; კიდში ვარჯიში; ხიდი; კოტრიალი; გვერდყირამალა.

კომპლექსური დავალების ტიპები

შიდა სასკოლო ფესტივალი

 

საკითხები/ქვეცნებები

საკვანძო კითხვები

შეფასების კრიტერიუმები

1

სიარული;

 

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სიარულის დროს?

 

·         ზედა კიდურების და ქვედა კიდურების სწორი მოძრაობა;

·         სწორი სუნთქვა.

2

რბენა;

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება რბენის, დროს?

 

·         მასწავლებლის ნიშანზე საწყისიდან გასვლა;

·         სწორი სუნთქვა;

·         რბენის დროს ზედა კიდურების და ქვედა კიდურების სწორი მოძრაობა;

·         დისტანციის დასრულება შესვენების გარეშე.

3

ხტომა;

 

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ხტომის დროს?

·         მასწავლებლის მითითებით იწყებს მოძრაობას;

·         გამორბენისას არეკნი სრულდება ნიშნულიდან; 

·         დახტომი სრულდება ჩაჯდომით, მუხლებში მოხრით;

4

ტყორცნა;

 

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ტყორცნის დროს?

 

·         ტყორცნა სრულდება მასწავლებლის მიერ მითითებული ნიშნულიდან;

·         ტყორცნისას მცირე ბურთის ხელში სწორი დაკავება;

·         ტყორცნის შემდეგ თავშეკავება, გაჩერება.

5

ხელყირა;

როგორს რულდება ხელყირა?

 

·         ხელებზე დაყრდნობისას იდაყვის სახსარი გამართული, თავი აწეული, მუცელი შეწეული, დგომი ვერტიკალურად;

·         3 წამი (მასწავლებელის დახმარების გარეშე).

6

ბეჭყირა;

 

როგორ სრულდება ვარჯიშები კიდში (ღერძი, ტანვარჯიშული კედელი)?

·         ბეჭებზე ერტიკალურად დგომი ხელების დაუხმარებლად.

7

კიდში ვარჯიში;

როგორ სრულდება ვარჯიშები კიდში (ღერძი, ტანვარჯიშული კედელი)?

·         კიდში იდაყვის სახსარი გამართული, მუხლის სახსარი (დაჯგუფება) მკერდთან მიბჯენილი;

·         კიდში იდაყვის სახსარი გამართული, წინშვერი 90 გრადუსი. (ყოვნა 3 წმ.)

·         კიდისას კეცითზე შვერი მუხლები თავთან (1800)

·         კიდი - მუხლები და იდაყვის სახსარი გამართული, მიზიდვა (აძალვა) მკერდი ღერძთან.

8

ხიდი;

როგორ სრულდება ხიდი?

 

საწყის მდგომარეობა ვიწრო ფეხშლით დგომი ზემკლავი,   უკუზნექი ხელებით იატაკზე დაბჯენი, ყოვნა 3 წამი, ადგომი საწყის მდგომარეობაში დაბრუნება

9

კოტრიალი;

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება წინკოტრიალის და უკუკოტრიალის

შესრულების დროს?

გადაგორება-შესრულება თანმიმდევრულად დაჯგუფებით.

10

გვერდყირამალა;

როგორ სრულდება

გვერდყირამალა?

ცალი ფეხის აქნევით და მეორის არეკნით, განზე სწორ ხაზზე.ხელები, ფეხები გამართული, დასრულება ვერტიკალურ მდგმარეობაში.

11

სამწყობროვარჯიშები

როგორ მეხმარება და რამდენად მნიშვნელოვანია სამწყობრო ვარჯიშები ჩემს გაჯანსაღებაში?

მოწყობა, ბრუნები ადგილზე, მოწყობა ერთ რიგად, გადაწყობა ორ და სამ რიგად.

12

ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები

როგორ მეხმარება და რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები ჩემს გაჯანსაღებაში?

·         ზედა კიდურების და ქვედა კიდურების ვარჯიშები, წელის ვარჯიშები.

13

უსაფრთხოება

როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების წესები ფიზიკური აქტივობების დროს?

როგორ უნდა დავიცვა უსაფრთხოება ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე?

·         ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შესაბამისი ტანსაცმლი და ფეხსაცმლის ჩაცმა;

·         უსაფრთხოების წესების დაცვა სპორტულ ინვენტართან მიმართებაში და ვარჯიშების შესრულების დროს;

14

ჯანსაღი ცხოვრების წესი

როგორ უნდა დავიცვა და რამდენად მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში ჯანსარი ცხოვრების წესი?

რატომ უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენა ფიზიკური აქტიბობების დასრულების შემდეგ?

·         ფიზიკური აქტივობების შემდეგ პირად ჰიგიენის დაცვა;

·         ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობა და მნიშვნელობის გაცნობიერება;

·         დაბალანსებული კვება.

15

ძირითადი წესები 

რატომ არის მნიშვნელოვანი ძირითადი წესების ცოდნა?

თამაშის წესების დაცვა;

ქცევის წესების დაცვა და ემოციების მართვა გაკვეთილზე;

თანაგუნდელებთან შეთანხმებული მოქმედება.

 

მატრიცა  2020-2021 წელი

საგანი: ფიზიკური აღზრდა

კლასი: V - VI

სკოლა: აწყურის საფარო სკოლა

პედაგოგი: მარიზა ქეთელაური

თემა:  მოძეავი თამაშები(სპორტული თამაშების ელემენტების შესწავლით)

საათების რაოდენობა:  კვირაში 2 საათი (სულ  70 - 72 სთ.)

სამიზნე ცნებები  - ფიზიკური თვისებები (ალა, სისწრაფე, გამძლეობა, მოქნილობა, სიმარჯვე)

ორგანიზებულობა, თვითკონტროლი

საკითხები/ქვეცნებები

საკვანძო კითხვები

შეფასების კრიტერიუმები

ჯანსაღი ცხოვრების წესი

·         როგორ უნდა დავიცვა

და რამდენად მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში ჯანსაღი ცხოვრების წესი?

·         რატომ უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენა ფიზიკური აქტიბობების დასრულების შემდეგ?

  • ფიზიკური აქტივობების შემდეგ პირად ჰიგიენის დაცვა;
  • ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობა;
  • დაბალსნებული კვება.

უსაფრთხოება

· როგორ უნდა დავიცვათსაფრთხოების წესები ფიზიკური აქტივობების დროს?

· როგორ უნდა დავიცვა უსაფრთხოება ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე?

 

· ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმლის ჩაცმა;

· უსაფრთხოების წესების დაცვა სპორტულ ინვენტართან მიმართებაში და ვარჯიშების შესრულების დროს;

· გაკვეთილის მოსამზადებელი ნაწილის მნიშვნელობის გაცნობიერება.

 

 

აქტივობები

ჯანსაღი ცხოვრების წესი

·  პრეზენტაცია ჰიგიენაზე ჰიპრელინკი

·  პრეზენტაცია გაკაჟბაზე ჰიპერლინკი

·  პრეზენტაცია სწორ ტანადობაზე ჰიპერლინკი

·  ფიზიკური აქტიბობების დასრულების შემდეგ ყოველთვის შევახსენებ პირადი ჰიგიენის წესება.

·  პრეზენტაცია თემაზე ,,ჯანსაღი კვება’’ ჰოპერლინკი(მქონდა ესეც მომზადებული მაგრამ მოსაძებნი მაქვს)

უსაფრთხოება

·      სალექციო კურსი: ფიზიკური აქტივობის დროს და სპორტულ ინვენტართან გარკვეული წესების დაცვა.

·      სპორტულ ინვენტართან ვარჯიშის დროს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოვუწოდებ რომელიც უკვე გავაცანი

·      პრეზენტაცია თემაზე: ,,მოსამზადებელი ნაწილის მნიშვნელობა მთლიანი გაკვეთილის განწყობისთვის’’

 

საკითხები / ქვეცნებები

საკვანძო კითხვები

შეფასების კრიტერიუმები

 

ძირითადი წესები

·    რატომ არის მნიშვნელოვანი ძირითადი წესების ცოდნა?

·    თამაშის წესების დაცვა;

·    ქცევის წესების დაცვა და ემოციების მართვა გაკვეთილზე;

·    თანაგუნდელებთან შეთანხმებული მოქმედება.

სამწყობრო ვარჯიშები

·   როგორ მეხმარება და რამდენად მნიშვნელოვანია სამწყობრო ვარჯიშები ჩემს გაჯანსაღებაში?

ასრულებს სამწყობრო ვარჯიშებს (ბრუნები ადგილზე, მოწყობა ერთ რიგად, გადაწყობა ორ და სამ რიგად).

აქტივობები

ძირითადი წესები

·         სალექციო კურსი: თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სპორტის გაკვეთილზე ან სხვა სპორტული აქტივობის დროს წესების დაცვა.

·         საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესში ქცევის წესების გაცნობა  დარბაზსა და მოედანზე მათი ზედმიწევნით  დაცვა.

·         ნებისმიერი თამაშის დროს თამაშის წესების დაცვა და ემოციების მართვა.

·         გუნდური თამაშისას შეთანხმებული მოქმედება.

სამწყობრო ვარჯიშები

სალექციო კურსი: გაჯანსაღებაში სამწყობრო ვარჯიშების მნიშვნელობა (უნდა მოვამზადო პრეზენტაცია)

მოწყობა ერთ რიგად, პატაკი, ბრუნები ადგილზე, გათვლა და გადაწყობა ერთ, ორ და სამრიგად და მწკრივად.

საკითხები / ქვეცნებები

საკვანძო კითხვები

შეფასების კრიტერიუმები

 

ზოგადგანმავითარებელი

ვარჯიშები

  როგორ მეხმარება და რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები ჩემს გაჯანსაღებაში?

 

ასრულებს ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშებს (ზედა კიდურების და ქვედა კიდურების ვარჯიშები, წელის ვარჯიშები).

აქტივობები

ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსი

V კლასი

(ს.მ. ნიშნავს საწყის მდგომარეობას)

ვარჯიში 1  

ს.მ. ძირითადი დგომი, დოინჯი.

კისრის ვარჯიში, ტრიალი თავით (წინ,

უკან, გვერდზე,წრიულად)

ვარჯიში სრულდება 4-8 ჯერ

 

ვარჯიში 2  

.. - განმკლავი, თითები მომუჭული; 

1- ღუნგანმკლავი; 

2- ზემკლავი; 

3- ღუნგანმკლავი; 

4 - განმკლავი.

 მეთოდური მითითება: სუნთქვა თავისუფალი. ხელების მოხრა და გამართვა დაძაბულად. გამეორება 4-ჯერ.

 

ვარჯიში 3 

. - ფეხშლითდგომი, დოინჯი; 

1- წინზნექი განმკლავი; 

2-ზემართი ზემკლავი; 

3- უკუზნექი გარეზემკლავი;                            

 4- .. - ში დაბრუნება.  

მეთოდური მითითება: ამოსუნთქვა განმკლავისა და გარეზემკლავის მდგომარეობაში, შესუნთქვაზე მართის და

საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას. გამეორება 4-ჯერ. 

 

ვარჯიში 4  

.. - დოინჯი; 

1- ვარდნა მარჯვნივ, განმკლავი; 

2- ..-ში დაბრუნება; 

3- ვარდნა მარცხნივ; 

4- ..-ში დაბრუნება. 

მეთოდური მითითება:  ამოსუნთქვა ვარდნის მდგომარეობაში, ჩასუნთქვა საწყის მდგომარეობაში.

ვარდნის დროს საწინააღმდეგო ფეხი და მკლავი არ იხრება.

გამეორება 4-ჯერ. 

 

ვარჯიში 5  

..  ფეხშლითდგომი, გარეწინმკლავი,  

1-მარჯვენის აქნევი მარცხნივ, ხელისგულთან;

2-.. დაბრუნება; 

3-მარცხენის აქნევი მარჯვნივ, ხელისგულთან;

4-.. დაბრუნება. 

მეთოდური მითითება: ჩასუნთქვა ფეხის აქნევის დროს, ამოსუნთქვა საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას. სასურველია, ფეხები არ მოიხაროს და გარეწინმკლავის მდგომარეობა შენარჩუნებული იყოს ვარჯიშის ბოლომდე. გამეორება 4-ჯერ. 

 

 

ვარჯიში 6

. . - ძირითადი დგომი;

1 - ბუქნბჯენი; 

2- ადგომი წინზნექი; 

3- ბუქნბჯენი; 

4- ადგომის.  

მეთოდური მითითება:  სუნთქვა თავისუფალი. გამეორება 4-ჯერ. 

 

ვარჯიში 7.  

.. - დოინჯი; 

1- წახტომით ფეხშლით დგომი, განმკლავი; 

2- წახტომით ფეხები ერთად, ზემკლავი; 

3- წახტომით ფეხშლით დგომი, განმკლავი; 

4- წახტომით ფეხები ერთად, დოინჯი (..). 

მეთოდური მითითება: სუნთქვა თავისუფალი, წახტომი სრულდება ცერებზე, რბილად. გამეორება 8-ჯერ.

 

ვარჯიში 8.

ადგილზე სიარული 20 თვლა. 

მეთოდური მითითება: ადგილზე სწრაფი სიარული ტემპის შენელებით. 

ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსი

VI კლასი

 

(ს.მ. ნიშნავს საწყის მდგომარეობას)

ვარჯიში 1.

 

.. - ძირითადი დგომი;                                         

1 - წინმკლავი თითები მომუჭული; 

2 - თითები გამართული; 

3- განმკლავი; 

4- ზემკლავი; 

5 - მარცხენის წინრკალით განმკლავი; 

6 - მარჯვენის წინრკალით განმკლავი;

7 - ქვერკალებით გარეზემკლავი;

 8 - ხელები თავსუკან. 

 

ვარჯიში 2.

. - ხელებით ავსუკან; 

1 - მარცხენის განფეხი განმკლავი; 

2 - ვარდნა, დოინჯი; 

3 - მარცხენის განფეხი განმკლავი;

4 - მარცხენის მიდგმით ქვემკლავი;

 5-8 - იგივე მეორე მხარეს. 

ვარჯიში 3.

.. - ძირითადი დგომი;

 1-მარცხენის წინ ფეხი ზემკლავი; 

2 - ვარდნა მარცხენაზე განმკლავი; 

3 - მარცხენის წინფეხი; 

4 - მარცხენის მიდგმით ქვემკლავი; 

5 - მარჯვენის განფეხი ცერზე განმკლავი; 

6-7- მარჯვენაზე ბრუნი 3600- ზე; 

8 - მარჯვენის მიდგმით ქვემკლავი. 

 

ვარჯიში 4. 

 

.. - ძირითადი დგომი; 

1 - მარცხენის განფეხი ცერზე, მარჯვენის ზემკლავი ზნექიმა რცხნივ; 

2 - მარცხენის მიდგმით ზემართი დოინჯი; 

3 - მარჯვენის განფეხი ცერზე, მარცხენისზემკლავი ზნექი მარჯვნივ; 

4 - მარჯვენის მიდგმით ზემართი დოინჯი; 

5 - ბუქნი განმკლავი; 

6 - ადგომი ხელები თავსუკან; 

7 - წინზნექი განმკლავი; 8 - ზემართი ზემკლავი. 

 

ვარჯიში 5.

 

.. ზემკლავი; 

1 - მარცხენის უკუ ფეხიცერზე განმკლავი; 

2- ყოვნა; 

3-6 - წონასწორობა მარჯვენაზე; 

7-8 - მარცხენის მიდგმით ზემართი ზემკლავი. 

ვარჯიში 6.

 

.. - ზემკლავი;

 1- არერკალებითბუქნბჯენი; 

2- წოლბჯენი; 

3- ბუქნბჯენი; 

4- ადგომი; 

5 - წახტომით ფეხშლით დგომი წინმკლავი თითები მომუჭული; 

6 - წახტომით ფეხები ერთად ბუქნი უკუმკლავი ; 

7 - წახტომით ქვერკალებით გარეზემკლავი ბუქნი;

8 - ადგომი გარენებები გარერკალებით ქვემკლავი. 

 

საკითხები / ქვეცნებები

საკვანძო კითხვები

შეფასების კრიტერიუმები

 

სიარული;

 

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სიარულის დროს?

 

·         ზედა კიდურების და ქვედა კიდურების სწორი მოძრაობა;

·         სწორი სუნთქვა.

რბენა;

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება რბენის, დროს?

 

·         მასწავლებლის ნიშანზე საწყისიდან გასვლა;

·         სწორი სუნთქვა;

·         რბენის დროს ზედა კიდურების და ქვედა კიდურების სწორი მოძრაობა;

·         დისტანციის დასრულება შესვენების გარეშე.

აქტივობები

 

ვარჯიშები სიარულზე

  • ფეხის ცერებზე; 
  • ქუსლებზე; 
  • ტერფის გარეთანაწილით; 
  • ტერფის შიგნითანაწილით; 
  • ფეხის ცერებზე მუხლების მაღლა აწევით;
  • მიდგმითი ნაბიჯით;

ნახევარბუქნში. ჩამჯდარი სიარული იგულისხმება აქ?

რბენითივარჯიშები;

             რბენა ნელ ტემპში; 

             რბენა მიდგმითი ნაბიჯებით (ორივე მხარეს); 

             რბენა მუხლის მაღლა აწევით; 

             რბენა ზამბარისებრი ნაბიჯებით; 

             რბენა ფეხების უკან გაქნევით;

             რბენა ჯვარედინი ნაბიჯებით; 

             რბენა ზურგით წინ.

რბენის დროს სისწრაფის კონტროლი 

60-120 მეტრის დისტანციაზე ბავშვები დარბიან ცვალებადი ტემპით მასწავლებლის მითითებით. 

თანდათანობით ცვალეთ რბენის სისწრაფე, აკონტროლეთ სუნთქვა. 

რბენები სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე

შესთავაზეთ მოსწავლეებს სხვადასხვა სარბენი ბილიკები (მოსახვევები, აღმართები, დაღმართები და ა..), სადაც მათ უნდა აკონტროლონ თავიანთი სისწრაფე (სწრაფი, ნელი, დაა..) 

გუნდური სირბილი

კლასი დაყოფილია 3 - 4 გუნდად, პირველი გუნდი მირბის მეორე გუნდთან და გადასცემს ბარათს ან კეგლს, მეორე გუნდი მირბის მესამე გუნდან და ასე გრძელდება ვარჯიში განსაზღვრული დროის ამოწურვამდე (მანძილს და დროს ადგენს მასწავლებელი). 

საკითხებ / ქვეცნებებ

 

საკვანძო კითხვები

შეფასების კრიტერიუმები

ხტომა;

 

 

 

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ხტომის დროს?

 

 

 

·         მასწავლებლის მითითებით იწყებს მოძრაობას;

·         გამორბენისას არეკნი სრულდება ნიშნულიდან; 

·         დახტომი სრულდება ჩაჯდომით, მუხლებში მოხრით;

·         არეკნს ასრულებს სწორად.

·          

ტყორცნა

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ტყორცნის დროს?

 

·         ტყორცნა სრულდება მასწავლებლის მიერ მითითებული ნიშნულიდან;

·         ტყორცნისას მცირებურთი სხელშის წორი დაკავება;

·         ტყორცნის შემდეგ თავშეკავება, გაჩერება.

აქტივობები

 

ხტომები: 

      ხტომი რბენის  ყოველ მეორე და მესამე ნაბიჯზე; 

      წინ ორ ფეხზე; 

      ხტომი უკან; 

      ორივე ფეხზე ახტომი და ბრუნი 1800და 3600-ით; 

      ხტომი ლახტით ორ და ცალ ფეხზე; 

      ხტომა ლახტით ფეხების გადაჯვარედინებით. 

სიგრძეზე ხტომა

გამორბენით ნაბიჯში სიგრძე ზეხტომა

მოსწავლე 10 მეტრის სიგრძის გამორბენიდან ახდენს ცალფეხზე ძლიერ არეკნს და ხტება სიგრძეზე ორ ფეხზე ხტომით მუხლებში ჩაბუქვნით და წონასწორობის შენარჩუნებით.  მოსწავლემ შეასრულოს ნახტომი არეკნის მონიშნული ზონიდან და ჩახტეს ჩახტომის მონიშნულ ზონაში. 

         ვარჯიშები ბურთით

·         ბურთის გადატანა ხელიდან ხელში, თავს ზემოთ, მკერდის სიმაღლეზე, როგორც დგომში ასევე სიარულში;

·          ბურთის ზევით აგდება, ჩაჯდომში/ბუქნში ბურთის ორი ხელით დაჭერა; ჩაჯდომში/ბუქნში ბურთის ზევით აგდება,  ადგომა და ბურთის ორი ხელით დაჭერა; 

·         ბურთის გდება მაღლა, ბრუნი 360°-ით და ბურთის დაჭერა;  

·         ფეხშლით დგომი, ბურთი ხელებში ქვევით; ბურთის აგდება, სწრაფად ჩაბუქვნა, ცალი ხელით იატაკზე შეხება, ადგომა ბურთის ორი ხელით დაჭერა;  

·         ბურთის კედელზე მირტყმა და ცალი (მონაცვლეობით: ხან მარჯვენა, ხან მარცხენა) ხელით  დაჭერა იატაკიდან (მიწიდან) არეკნის შემდეგ; 

·         ბურთის კედელზე მირტყმა ცალი (მონაცვლეობით: ხან მარჯვენა, ხან მარცხენა) ხელით  დაჭერა ბურთის იატაკზე (მიწაზე) შეხებამდე; 

 

·         ბურთის ტარება მოძრაობაში მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა ხელით; 

·         ბურთის ტარება ნელი სირბილით, შეჩერება და ბურთის დაჭერა;

·         ბურთის ტარება ნელი სირბილით 5 - 5 - ჯერ მარჯვენა და მარცხენა ხელით. 

·         ბურთის აგდება წინ, ზევით, წინ გარბენი და ბურთის დაჭერა. 

მცირე ბურთის ტყორცნა

მცირე ბურთის ტყორცნა ხორციელდება 5 მეტრიანი ზონაში გამორბენით. მოკლე გამორბენიდან მოსწავლე ტყორცნის ხაზიდან სატყორცნ ზონაში. საჭიროა ყურადღება მიექცეს ტყორცნის ტრაექტორიას. 

 სატყორცნ ზონაში სხვა მოსწავლეების ყოფნა დაშვებლია, აკრძალულია ხაზისუკან ან სხვა მიმართულებით ტყორცნა.

საკითხებ / ქვეცნებებ

 

საკვანძო კითხვები

შეფასების კრიტერიუმები

ბეჭყირა;

როგორ სრულდება ბეჭყირა?

ბეჭებზე ერტიკალურად დგომი ხელების დაუხმარებლად.

წინკოტრიალი, უკუკოტრიალი;

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება წინკოტრიალის და უკუკოტრიალის შესრულების დროს?

გადაგორება - შესრულება თანმიმდევრულად დაჯგუფებით დამოუკიდებლად.

აქტივობები

ბეჭყირა მოსწავლის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც მოსწავლე იატაკს ეყრდნობა ბეჭებით, მკლავები ტანის გასწვრივ, ფეხები ვერტიკალურად ზევით მიმართული (რაც შეიძლება მაღლა), წელით ეყრდნობა ხელებზე. მითითებაშესაძლებელია შესრულდეს კეცვით, ფეხშლით და ხელების დახმარების გარეშე.

 სრულდებმასწავლებლის დახმარების გარეშე.

ხელყირა სრულდება მასწავლებლის დახმარების გარეშე; გვედყირამალა / ბორბალა 

 

წინკოტრიალი - სხეულის ცალკეული ნაწილების იატაკზე თანმიმდევრობითი შეხებით წინგადაბრუნებით, შესრულება- ბუქნბჯენი ტერფები პარალელურად ხელები ებჯინება მუხლების წინ დაგარეთ, წინვარდნის დროს ხელების მოხრითა და თავის წინდახრით, ფეხებით არეკნი, ბეჭებზეგადაბრუნება, შეკუმშვა (დაჯგუფება) შეკუმშვის დროს ხელები სწრაფი რკალისებური მოძრაობით მიდისწვივებზე (ტაცით), თავი და მხრები ენერგიულად მიიზიდება   მუხლებთან, ყოველივე ეს უზრუნვეყოფს ბრუნვით მოძრაობას (გადაგორება) წინ და ბუქნში მოსვლას.სავალდებულოა სწავლების საწყის ეტაპზე ილეთი შესრულდეს მასწავლებლის დახმარებით იმისათვის,რომ წინ გადაგორება მოხდეს ეტაპობრივად:  კეფა, ბეჭები თანმიმდევრული შეხებით.

შეფასება - საწყისი მდგომარეობა - ბუქნბჯენი, ხელების დაბჯენით წინკოტრიალი დაჯგუფებით (ხელფეხდაკრეფით)

ბუქნში მოსვლით. 

უკუკოტრიალი -  სრულდება ადგილიდან ორივე ფეხის არეკნით, ორივე ფეხის დაბჯენით,ჯდომში. წინზნექი და წინმკლავიუნდა შესრულდეს ფეხების და ხელების მძლავრი ზეაქნევით, თავსუკან ხელებზე /ნებებზე/ დაბჯენით, შესაბამისად უკუკოტრიალი და ბუქნბჯენი.მოძრაობითი მოქმედება შესრულდეს მასწავლებლისდახმარების გარეშე და დაზღვევით ტანვარჯიშული ლეიბის გამოყენებით. ბუქნბჯენიდან უკუგადაგორება,დაჯგუფებით უკუტრიალი, ბუქბჯენში მოსვლით. უკუკოტრიალის შესრულება შესაძლებელია, როგორც დაჯგუფებით ასევე კეცვით.

 

 

მოძრავი თამაშები

სპეციალური მოსამზადებელი მოძრავი თამაშები ფრენბურთისათვის 

„ბურთი შუაში მდგომს“. მოთამაშეები იყოფიან 5-6 გუნდად და დგებიან წრეზე. ყოველი წრის ცენტრში დგას წამყვანი მოთამაშე ბურთით ხელში. მასწავლებლის ნიშანზე წამყვანი მოთამაშეები იწყებენ ბურთის გადაცემას, რაც შეიძლება სწრაფად თავისი გუნდის მოთამაშეებზე თანმიმდევრობით, ისინი კი თავის მხრივ უკან უბრუნებენ. მიიღებს რა ბურთს უკანასკნელი მოთამაშისაგან, ასწევს ბურთს მაღლა. გამარჯვებულია ის გუნდი, რომლის წამყვანიც პირველი ასწევს ბურთს. 

„მოახვედრე კვადრატში“.  ორივე გუნდის მოთამაშეები განლაგდებიან ფრენბურთის მოედნის პირით ხაზებზე, ორივე მხრიდან ფრენბურთის მოედანი გაყოფილია კვადრატებად. თითოეულ კვადრატში წერია რიცხვები, რომელიც აღნიშნავს ქულების რაოდენობას, რომელსაც მოიპოვებს მოთამაშე ამ კვადრატში ბურთის მოხვედრის შემთხვევაში. მასწავლებლის ნიშანზე  გუნდის პირველი მოთამაშე დგება პირით ხაზზე და ასახელებს კვადრატის ნომერს და ასრულებს ჩაწოდებას ზემოდან (ქვემოდან) პირდაპირს. თუ ბურთი მოხვდება დასახელებული რიცხვის კვადრატში, მაშინ მოთამაშე მოიპოვებს იმ ქულათა რაოდენობას, რომელიც ჩაწერილია იმ კვადრატში. თუ მოთამაშე დაუშვებს შეცდომას და ვერ მოახვედრებს დასახელებულ კვადრატში ბურთს მაშინ მას ორი საჯარიმო ქულა დაეკისრება.  თუ მოთამაშე დააბიჯებს ხაზზე ფეხს ან ბურთი შეეხება ბადეს, ჩაწოდება არ ჩაითვლება. 

„არ დაგივარდეს ბუშტი“.  მოთამაშეები იყოფიან ორ გუნდად. განლაგდებიან ფრენბურთის მოედანზე (ერთი გუნდი ერთ მხარეს, მეორე- მეორე მხარეს). ყოველ მოთამაშეს ხელში უჭირავს ბუშტი. მასწავლებლის ნიშანზე მოთამაშეები იწყებენ ბუშტების გადაცემას თავს ზემოთ, აგრეთვე შეუძლიათ ბუშტი თავისი გუნდის მოთამაშეებს გადააწოდონ, ოღონდ ისე, რომ ბუშტი არ შეეხოს იატაკს. ვისი ბუშტიც შეეხება იატაკს ან გადავა მოედნის ფარგლებს გარეთ გამოდის თამაშიდან. თამაში გრძელდება 3-5 წთ. გამარჯვებული ის გუნდი, რომელშიც მეტი მოთამაშე დარჩება. 

სპეციალური მოსამზადებელი მოძრავი თამაშები კალათბურთისათვის 

„არ მისცე ბურთი წამყვანს“.  მოთამაშეები დგებიან წრეზე. არის 2 – 4 წამყვანი, რომლებიც დგანან წრეში. მოთამაშეები ესვრიან ბურთს ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო წამყვანი მოთამაშეები ცდილობენ შეეხონ ბურთს. თუ წამყვანი შეეხება ბურთს იგი უცვლის ადგილს იმ მოთამაშეს, ვისი ნასროლიც იყო ბურთი. 

„ბურთი გვერდით მდგომს“. კლასი გაყოფილია ორ გუნდად. განლაგებული არიან გვერდითი ხაზს უკან - დიაგონალზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ. ბოლო მოთამაშეებს ხელში უჭირავთ ბურთები. მასწავლებლის ნიშანზე ისინი გადააწვდიან ბურთს გვერდით მდგომ მოთამაშეს, ის თავის მხრივ შემდეგს და ა.შ. მიიღებს რა ბურთს პირველი მოთამაშე გარბის მოწინააღმდეგე გუნდის მოედანზე კალათბურთის ფარისკენ  ბურთის ტარებით და ესვრის ბურთს კალათში (ჩავარდნილი ბურთი დამატებითი ქულაა ). ბრუნდება უკან დგება გუნდის ბოლოში და ისევ გადააწვდის ბურთს და ა.შ. გამარჯვებულ  გუნდს, რომელიც სწრაფად დაამთავრებს თამაშს ეძლევა 10 ქულა, დამარცხებულს -5; საბოლოოდ იმარჯვებს გუნდი, რომელიც მეტ ქულებს დააგროვებს; 

„ბურთი თავს ზემოთ“.  მოთამაშეები გაყოფილია ორ გუნდად. მოწყობილია კოლონის სახით. პირველ მოთამაშეებს ხელში უჭირავთ კალათბურთის ბურთები. მასწავლებლის ნიშანზე ისინი გადააწოდებენ ბურთს თავს ზემოთ და უკან მეორე მოთამაშეს, ის თავის მხრივ შემდეგ მოთამაშეს და ა. შ. მიიღებს რა ბურთს უკანასკნელი მოთამაშე გარბის, შემოურბენს დგარს, დაბრუნდება უკან, დგება გუნდის წინ და ისევ გადააწვდის ბურთს და ა.შ. სანამ ყველა მოთამაშე არ გაიქცევა. გამარვებულია ის გუნდი ვინც პირველი დაამთავრებს ესტაფეტას. 

„მგორავი სამიზნე“. მოთამაშეები იყოფიან ორ გუნდად და დგანან პირითი ხაზის უკან. პირით ხაზის წინ 2 – 3 მ. დაშორებით გავლებულია პარალელური ხაზი და ქმნის დერეფანს. მოედნის ცენტრში დევს კალათბურთის ბურთი. თითოეულ გუნდს ურიგდება 4-5 ფრენბურთის ბურთი. მასწავლებლის ნიშანზე მოთამაშეები სროლით ან გაგორებით ცდილობენ გადააგორონ მგორავი სამიზნე მოწინააღმდეგის მოედანზე, ისე რომ იგი შეგორდეს დერეფანში. ამ შემთხვევაში თამაში წყდება და გუნდს ეძლევა ქულა. თამაში გრძელდება 5 ქულამდე და გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. 

 

სპეციალური მოსამზადებელი მოძრავი თამაშები ხელბურთისათვის 

„მონადირე და იხვები“. ბავშვები იყოფიან ორ გუნდად.  პირველი - „მონადირეები“, მეორე „იხვები“. „მონადირეები“ დგანან წრეზე, ხოლო „იხვები“ - წრეში. „მონადირეები“ ბურთის პირდაპირი სროლით ცდილობენ ჩაჭრან „იხვები“. ჩაჭრილი მოთამაშე გამოდის თამაშიდან, როცა ყველა მოთამაშე ჩაიჭრება, გუნდები გაცვლიან ადგილებს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ხანს გასტანს წრეში.  

„ცეცხლის ხაზზე“. მოთამაშეები გაყოფილი არიან ორ გუნდად. ერთი გუნდი- მსროლელები განლაგებული არიან გვერდითი ხაზს უკან, ხოლო მეორე გუნდი- გამქცევები მოპირდაპირე მხარეს  დგანან პირითი ხაზს უკან. მასწავლებლის ნიშანზე გამქცევები სათითაოდ გადარბიან განსაზღვრულ მანძილს, ხოლო მსროლელები ცდილობენ ბურთის პირდაპირი სროლით აიღონ ქულა. გადარბენის შემდეგ გუნდები ცვლიან ადგილებს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულებს დააგროვებს. 

სასწავლო თამაში რაგბში 

ვარჯიში1. ორი გუნდი მოწყობილია ერთმანეთის გვერდი-გვერდ, რიგით პირველ მოთამაშეებს ბურთი უჭირავთ ხელში, მასწავლებლის ნიშანზე "წინ", მოთამაშეები გარბიან ნიშნულისაკენ, შემოურბენენ მას და გადასცემენ ბურთს რიგით მომდევნო  მოთამაშეს.  

ვარჯიში 2. ორი გუნდი მოწყობილია ერთმანეთის გვერდი-გვერდ, რიგით პირველ მოთამაშეებს ბურთი უჭირავთ ხელში, მასწავლებლის ნიშანზე "წინ", მოთამაშეები გარბიან ნიშნულისაკენ, შემოურბენენ დგარს და რიგით მეორე მოთამაშის ფეხებთან მიწაზე დებენ ბურთს, ხოლო მეორე მოთამაშე იღებს ბურთს და ანალოგიური პრინციპით გრეძლდება ვარჯიში. 

 

მოძრავი თამაშები სისწრაფის განვითარებისათვის 

„ცარიელი ადგილი“. ბავშვები დგანან წრეზე, პირისახით ცენტრისაკენ. წამყვანი მოთამაშე,  რომელიც წრის გარეთ დგას, მოუდგება რომელიმე მოთამაშეს ზურგს უკან, და ჰკრავს მხარზე ხელს (გამოიძახებს მოთამაშეს) და გარბის წრეზე, ხოლო გამოძახებული მოთამაშე გარბის მის საპირისპირო მხარეს და იბრძვის ცარიელი ადგილის დასაკავებლად. რომელი მოთამაშეც დაასწრებს და დაიკავებს ცარიელ ადგილს რჩება წრეში, ხოლო მეორე დარჩენილი მოთამაშე გახდება წამყვანი მოთამაშე და თამაში გრძელდება (მიმართულებას კარნახობს წამყვანი). 

„სწორხაზობრივი ამანათრბენი“. მოთამაშეები იყოფიან ორ გუნდად და განლაგებული არიან კოლონის სახით. მასწავლებლის ნიშანზე პირველი მოთამაშეები ამანათით ხელში გარბიან, შემოურბენენ დგარს და ბრუნდებიან უკან, შემოურბენენ გუნდს და ამანათს გადასცემენ მეორე მოთამაშეს ზურგის მხრიდან, მარჯვენა ხელში, რის შემდეგ ის გარბის, ხოლო პირველი მოთამაშე დგება გუნდის ბოლოში და ა.შ. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ადრე დაამთავრებს ამანათრბენს.           

„წრიული ამანათრბენი“. ბავშვები გაყოფილნი არიან ორ გუნდად. გუნდები განლაგებული არიან მოედანზე ერთმანეთის საპირისპიროდ.  მასწავლებლის ნიშანზე პირველი მოთამაშეები ამანათით ხელში გარბიან წრეზე,  შემოურბენენ წრეს და გადასცემენ ამანათს თავიანთი გუნდის მეორე მოთამაშეს და ა.შ. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველი დაასრულებს ესტაფეტას. 

  „წრიული ესტაფეტა“. კლასი გაყოფილია ოთხ გუნდად,  ფრენბურთის მოედნის კუთხეებში დგას ალმები. ყოველ ალამთან ორი ნაბიჯის დაშორებით განლაგდებიან გუნდები. ხოლო მოედნის ცენტრში დგას დიდი ალამი. მასწავლებლის ნიშანზე ოთხივე გუნდიდან პირველი მოთამაშეები გარბიან, შემოურბენენ კუთხეებში განლაგებულ ალმებს, ბრუნდებიან თავთავიანთ გუნდებთან და ხელზე ხელის შეხებით გადასცემენ ესტაფეტას მომდევნო მოთამაშეს და ა.შ. გამარჯვებულია ის გუნდი, რომლის ბოლო მოთამაშეც დაასწრებს და წამოიღებს ცენტრში მდგარ ალამს. 

„შემხვედრი ამანათრბენი“. ბავშვები გაყოფილია ორ გუნდად, თითოეული გუნდი კი იყოფა კენტ და ლუწ რიცხვებად და დგებიან ერთმანეთის საპირისპიროდ 10 მ. დაშორებით. ორივე გუნდის კენტი რიცხვის პირველ მოთამაშეებს ხელში უჭირავთ ამანათები. მასწავლებლის ნიშანზე ისინი გარბიან და ამანათებს გადააწოდებენ თავთავიანთი გუნდის ლუწი რიცხვის მოთამაშეებს, თვითონ კი  დგებიან ლუწი რიცხვის მოთამაშეების გუნდის ბოლოში. ლუწი რიცხვის მოთამაშე გამორბის და ამანათს გადასცემს კენტი რიცხვის მოთამაშეს და ა.შ. თამაში დამთავრდება მაშინ, როცა ყველა მოთამაშე დაიკავებს თავთავიანთ ადგილებს. გამარჯვებულია ის გუნდი, ვინც პირველი დაამთავრებს. 

„მიეშველე“. გამოყოფილია ერთ წამყვანი მოთამაშე, რომელიც გამოედევნება მოედანზე გაფანტულ მოთამაშეებს ჩასაჭრელად. წამყვანისგან თავის დასახსნელად  ერთი მოთამაშე მიირბენს მეორე მოთამაშესთან და დგებიან  წყვილებში, ხელჩაკიდებული, ერთმანეთის პირისპირ. ამ შემთხვევაში ჩამჭრელს მათი ჩაჭრის უფლება აღარ აქვს. ჩაჭრის შემთხვევაში როლები იცვლება. ჩაჭრილი მოთამაშე ასწევს ხელს მაღლა დაიძახებს ჰეი და ის ხდება წამყვანი. 

„მესამე ზედმეტია“. მოთამაშეები განლაგებული არიან წრეზე წყვილებში, ერთმანეთის ზურგს უკან. არის ორი წამყვანი მოთამაშე:  1 - გამქცევი და 2 - ჩამჭრელი. გამქცევი გარბის წრეზე მოთამაშეების  შემორბენით. ჩამჭრელისგან თავის დასაღწევად გამქცევი ჩაუდგება რომელიმე წყვილს წინ და წყვილის ბოლო მოთამაშე გახდება მესამე ანუ  ზედმეტი და ის გარბის. ჩაჭრის შემთხვევაში როლები შეიცვლება. 

„დღე და ღამე“. მოსწავლეები იყოფიან ორ გუნდად. გუნდები განლაგდებიან ცენტრალური ხაზიდან ერთი მეტრის დაშორებით, ერთმანეთის საპირისპიროდ. ერთი გუნდი არის „დღე“, მეორე - „ღამე“; მასწავლებლის ძახილზე დასახელებული გუნდი გარბის თავისი მოედნის ბოლოს მდებარე ბინაში, ხოლო მეორე გუნდის მოთამაშეები მისდევენ მათ ჩასაჭრელად. ჩაჭრილ მოთამაშეებს ითვლიან და თამაშს განაახლებენ ისევ ცენტრალური ხაზიდან. თამაში მეორდება 6-8 ჯერ. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდის მეტ მოთამაშეს ჩაჭრის. 

მოძრავი თამაშები ძალის განვითარებისათვის 

„ჩაითრიე წრეში“.  მოედანზე იხაზება დიდი ზომის ორი კონცენტრული წრე. ერთი გუნდი განლაგდება შიდა წრეში, ხოლო მეორე-გარე წრეში და დგებიან  ერთმანეთის საპირისპიროდ.  მასწავლებლის ნიშანზე მოთამაშეები ხელის ჩაჭიდებით ცდილობენ ჩაითრიონ მოწინააღმდეგეები წრეში. ხანგრძლივობა 1-2 წთ. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგის მეტ მოთამაშეს ჩაითრევს. 

„ბურთის გადაცემა რიგებში“. მოთამაშეები ეწყობიან ოთხ რიგად და ერთმანეთისაგან განმკლავზეგაჯრილნი დგებიან ფეხშლით დგომში. თითოეული რიგის თავში მდგომ მოთამაშეებს ეძლევათ 1კგ წონის ტენილიბურთები.მასწავლებლის ნიშანზე ბავშვები ბურთს გადასცემენ წინზნექით უკან, ფეხებს შორის გატარებით, როდესაც ბურთი მიაღწევს ბოლოში მდგომ მოთამაშესთან, რიგში მყოფი ბავშვები ნახტომით ბრუნდებიან ზურგისაკენ და ფეხშლით დგომში აგრძელებენ ბურთის გადაცემას თავს ზევით უკან მდგომ მოთამაშეზე.  მას შემდეგ, როდესაც თავში მდგომი მოთამაშე ხელახლა მიიღებს ბურთს თამაში მთავრდება. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველი დაამთავრებს თამაშს. 

„გადაძალვა“. კლასი იყოფა ორ გუნდად და განლაგდებიან ცენტრალური ხაზის გასწვრივ ერთმანეთის საპირისპიროდ, ჩაავლებენ მარჯვენა ხელს ერთმანეთს, ხოლო მარცხენა-ზურგ უკნ აქვთ. ტერფი ხაზთან უდევთ. მასწავლებლის ნიშანზე მოთამაშეები ცდილობენ გადმოძალონ  მოთამაშე თავის ნახევარზე, როგორც კი მოწინააღმდეგის ტერფი გადმოსცდება ხაზს, მოთამაშე გადმოიყვანს ტყვეს და თვითონ ეხმარება თავის გუნდელს სხვა მოთამაშის გადმოძალვაში. გამარჯვებულია ის გუნდი ვისაც მეტი ტყვე ჰყავს.  

„ბაგირის გადაწევა“. ბაგირის შუაზე აკეთებენ ნიშანს (შემოახვევენ წითელ ნაჭერს). ნიშნიდან ერთი მეტრის დაშორებით ორივე მხარეს აკეთებენ კიდევ ერთ  ნიშანს. ბაგირს დებენ ცენტრალურ ხაზზე განივად ისე, რომ შუაზე გაკეთებული ნიშანი ემთხვეოდეს ზუსტად ხაზს. მოთამაშეები ბაგირს ხელს კიდებს განაპირა ნიშნებამდე. მასწავლებლის ნიშანზე მოთამაშეები იწყებენ ბაგირის გადაქაჩვას თავის მხარეს. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდს თავის მხარეს გადაიყვანს.  

„მხტუნავი ბეღურები“. მოედანზე დახაზულია საშუალო ზომის წრე - გუბურა, სადაც დგას წამყვანი მოთამაშე - „ყვავი“. „ბეღურები“ წყლის დასალევად შეხტებიან წრეში და უკან გამოხტებიან. „ყვავი“ ცდილობს ჩაკორტნოს (ხელი დაადოს) ბეღურები, რომლებიც გუბურაში დახტუნაობენ. ხტუნვა შეიძლება, მხოლოდ ცალ ფეხზე. ჩაკორტნილი ბეღურა შეცვლის  „ყვავს“. 

მოძრავი თამაშები გამძლეობის განვითარებისათვის 

   „წყვილთა სირბილი“.  მოსწავლეები იყოფიან ორ გუნდად,  მოწყობილი არიან პირითი ხაზის უკან, კოლონის სახით. ორივე გუნდის პირველი და მეორე მოთამაშე მასწავლებლის ნიშანზე ხელჩაკიდებული გარბიან, შემოურბენენ დგარს და ბრუნდებიან უკან, შემოურბენენ გუნდს, პირველი მოთამაშე რჩება გუნდის ბოლოში, ხოლო მეორე გარბის და თან წაიყვანს მესამე მოთამაშეს და ა.შ. ბოლო მოთამაშე წაიყვანს პირველ მოთამაშეს და ამით დამთავრდება თამაში. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველი დაამთავრებს. 

 “მატარებელი“. კლასი გაყოფილია ორ გუნდად და მოწყობილია კოლონის სახით. ორივე გუნდის პირველი მოთამაშეები გარბიან, შემოურბენენ დგარს, ბრუნდებიან უკან და ისევ გარბიან, ოღონდ თან წაიყვანენ მეორე მოთამაშეს (წელზე ჩაბმით), შემდეგ მესამეს და ა.შ. სანამ მთელი გუნდი არ გაიქცევა. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველი დაიკავებს საწყის მდგომარეობას.  

მოძრავი თამაშები სიმარჯვის და მოქნილობის განვითარებისათვის

„ყველა თავის ალამთან“. მოთამაშეები გაყოფილი არიან სამ-ოთხ  გუნდად. ყოველ გუნდს ჰყავს თავისი წამყვანი ფერადი ალმით ხელში (ალმები უნდა იყოს განსხვავებული ფერის). მოთამაშეები დგებიან პირით ხაზზე, ზურგით მოედნისაკენ. მოედნის მეორე ბოლოს დახაზულია სამი წრე, ერთმანეთის გვერდიგვერდ,  ერთ ხაზზე, რომელშიც დგებიან წამყვანი მოთამაშეები.  მასწავლებელი ყურადღების გასაფანტად აძლევს ბავშვებს მარტივ ვარჯიშებს, მოულოდნელად სასტვენზე ბავშვები ტრიალდებიან და გარბიან თავ-თავიანთ ალმებისაკენ; რომელი გუნდიც პირველი შეკრავს წრეს თავიანთი ალმის გარშემო მიიღებს ქულას. თამაში განახლდება ისევ პირითი ხაზიდან. მეორე სასტვენზე  წამყვანი მოთამაშეები გაცვლიან ადგილებს და მესამე სასტვენზე წამყვანი მოთამაშეები ცვლიან ალმებს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. 

 

  „ლახტი“. წრეში ჩამდგარი სამი მონაწილე იცავს სამ ქამარს, გარედან მოწინააღმდეგიის სამი მონაწილე ცდილობს ქამრების გამოტანას. თამაში მიმდინარეობს 3 წუთს. თუ დროის ამ მონაკვეთში მოწინააღმდეგემ  სამივე ქამარი გაიტანა თამაში წყდება და გუნდები როლებს ცვლიან. თუ თამაშის დროს წრეში მდგომმა მოწინააღმდეგე ფეხით ფეხზე ჩაჭრა, ამ შემთხვევაშიც თამაში წყდება და გუნდები როლებს ცვლიან. თუ მოწინააღმდეგემაც სამივე ქამარი გაიტანა, დაითვლება დრო, მოგებულია ის გუნდი, ვინც ნაკლებ დროში მოახერხა ქამრების გატანა. 

   „თოკი ფეხქვეშ“. კლასი გაყოფილია ორ გუნდად და მოწყობილნი არიან კოლონის სახით ერთმანეთის პარალელურად.  მასწავლებლის ნიშანზე პირველი მოთამაშეები თოკით ხელში გარბიან შემოურბენენ დგარს, ბრუნდებიან უკან და თოკის მეორე ბოლოს გადასცემენ მეორე მოთამაშეს. ისინი ერთად გაუტარებენ თოკს ფეხქვეშ მთელ გუნდს და ამის შემდეგ პირველი მოთამაშე რჩება გუნდის ბოლოში, ხოლო მეორე თოკით ხელში გარბის და ა.შ.  სანამ ყველა მოთამაშე არ გაიქცევა. 

„ორდროშობანა“. მოთამაშეები გაყოფილი არიან ორ გუნდად და განლაგდებიან მოედნის სხვადასხვა მხარეს. ორივე გუნდს თავის ნახევარზე აქვს მოწინააღმდეგის დროშა. თითოეული გუნდის ამოცანაა რაც შეიძლება სწრაფად გადმოიტანოს დროშა თავის ნახევარზე, ისე რომ მოწინააღმდეგე არ შეგეხოს. შეხების შემტხვევაში მოთამაშე შეშდება მანამ, სანამ თავისი გუნდის მოთამაშე არ შეეხება. გამარჯვებულია ის გუნდი, ვინც პირველი გადმოიტანს დროშას თავის ნახევარზე. 

მოძრავი თამაშები  კოორდინაციის განვითარებისათვის 

„ანკესი“. ცენტრში  მდგომი წამყვანი ატრიალებს ანკესს იატაკიდან 20 სმ. სიმაღლეზე. წრეზე განლაგებული მოთამაშეები ცდილობენ ახტომით აიცილონ ანკესი ფეხზე შეხებისგან. ვისაც შეეხება შეცვლის წამყვანს. წამყვანი მუდმივად ცვლის ანკესის ტრიალის ტემპს. 

„გუნდური ანკესი“. წრეზე მოწყობილი ბავშვები გაითვლიან პირველ-მეორეზე და გაიყოფიან ორ გუნდად. ანკესის ყოველ შეხებაზე ითვლიან საჯარიმო ქულებს რომელი გუნდის მოთამაშესაც შეეხება. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ნაკლებ საჯარიმო ქულებს დააგროვებს. 

„გადაეცი ჩაჯექი“. კლასი იყოფა ორ გუნდად. მოწყობილი არიან კოლონის სახით, ერთმანეთის პარალელურად. თითოეული გუნდიდან  5 – 8 ნაბიჯის დაშორებით დგანან კაპიტნები ბურთით ხელში. მასწავლებლის ნიშანზე ისინი ასრულებენ ზემოდან გადაცემას და აწვდიან ბურთს თავიანთი გუნდის პირველ მოთამაშეებს, ისინი უკან უბრუნებენ იგივე ხერხით და ჩაჯდებიან, კაპიტნები მიიღებენ ბურთს და გადააწვდიან შემდეგ მოთამაშეს და ა.შ.  მიიღებს რა უკანასკნელი მოთამაშისაგან ბურთს კაპიტანი ასწევს მას მაღლა. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც სწრაფად დაამთავრებს თამაშს. 

 

 

 

 

 

 

შედასება V-VI კლასები

რბენები

დამაკმაყოფილებელი

საშუალო

კარგი

·  მასწავლებლის ნიშანზე საწყისიდან გასვლა;

·  დისტანციას დასრულება  შესვენების გარეშე. 

·  მასწავლებლის ნიშანზე საწყისიდან გასვლა;

·  რბენის დროს ქვედაკიდურების სწორი მოძრაობა;

·  დისტანციას დასრულება  შესვენების გარეშე. 

·   მასწავლებლის ნიშანზე საწყისიდან გასვლა;

·   რბენის დროს ქვედაკიდურებისა და ზედაკიდურების  სწორი მოძრაობა; 

·   დისტანციის დასრულება  შესვენების გარეშე.

·   სწორი სუნთქვა.

ხტომები

 

          მასწავლებლის მითითებით იწყებს მოძრაობას; 

          ნახტომის სრული შესრულება. 

          მასწავლებლის მითითებით იწყებს მოძრაობას; 

          გამორბენისას არეკნი სრულდება ნიშნულიდან;  

         მასწავლებლის მითითებით იწყებს მოძრაობას; 

         გამორბენისას არეკნი სრულდება ნიშნულიდან;  

         დახტომი სრულდება ჩაჯდომით, მუხლებში მოხრით; 

 

 

ტყორცნები

 

 

·  ტყორცნის შესრულება. 

·   ტყორცნა სრულდება  მასწავლებლის მიერ მითიოთებული ნიშნულიდან;

·   ტყორცნისას მცირე ბურტის ხელში სწორი დაკავება.

 

·  ტყორცნა სრულდება მასწავლებლის მიერ მითიოთებული ნიშნულიდან;

·  ტყორცნისას მცირე ბურთისხელში სწორი დაკავება;

·  ტყორცნის შემდეგ თავშეკავება, გაჩერება.   

სიარული

 

·  მანძილის დაფარვა.

·   სიარულის დროს ქვედაკიდურების სწორი მოძრაობა.

·  ზედაკიდურებისა და ქვედაკიდურების სწორი მოძრაობა;

·  სწორი სუნთქვა.

წინკოტრიალი

გადაგორება-სრულდება არა თანმიმდევრულად  მასწავლებლის დახმარებით. 

გადაგორება - სრულდება თანმიმდევრულად დაჯგუფებით მასწავლებლის დახმარებით.  

გადაგორება - სრულდება თანმიმდევრულად დაჯგუფებით  დამოუკიდებლად.  

უკუკოტრიალი

გადაგორება-სრულდებაარა თანმიმდევრულად მასწავლებლის დახმარებით. 

გადაგორება - სრულდება თანმიმდევრულად დაჯგუფებით მასწავლებლის დახმარებით.  

გადაგორება - სრულდება თანმიმდევრულად დაჯგუფებით  დამოუკიდებლად.  

ბეჭყირა (სანთელი) 

ბეჭებზევერტიკალურადდგომიხელებისდამასწავლებლისდახმარებით.

ვერტიკალურადდგომი

ხელებისდახმარებით.

ვერტიკალურადდგომი

ხელებისდაუხმარებლად.

ხელყირა

ხელებზე დაყრდნობისას იდაყვის სახსარი მოხრილი, თავი აწეული, მუცელი ნაკლებად შეწეული 

(მასწავლებლის დახმარებით). 

ხელებზე დაყრდნობისას იდაყვის სახსარი გამართული, თავი აწეული, მუცელი ნაკლებად შეწეული (მასწავლებლის დახმარებით). 

ხელებზე დაყრდნობისას იდაყვის სახსარი გამართული, თავი აწეული, მუცელი შეწეული, დგომი ვერტიკალურად 

3 წამი (მასწავლებელის დახმარების გარეშე). 

გვერდყირამალა

ხელები მოხრილი, ფეხები მოხრილი,დასრულება ორ ფეხზე. 

ხელები გამართული, ფეხები  

მოხრილი, დასრულებაცალ ფეხზე. 

ხელები, ფეხები გამართული, დასრულება ვერტიკალურ მდგმარეობაში. 

ლახტით ხტომა 

ხტომის შესრულება 

ცალ და ორ ფეხზე (წინ) ხტომები 

ცალ და ორ ფეხზე (წინ და უკან) ხტომები  

მოძრავი თამაშები

   თამაშისას ძირითადწესების დაცვა;

   თამაშისას უსაფრთხოების წესებს დაცვა; 

   თანაგუნდელებთან შეთანხმებით მოქმედება;

   გუნდური თამაშის წესების დაცვა;

   თამაშებისას დისციპლინის დაცვა;

   საკუთარი ქცევისა და ემოციებს მართვა (მოგებისა და წაგების მიღება).

 

No comments:

Post a Comment